ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5206

ფაქტი 5206

1919 წლის 4 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა ყოფილი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებლის, მღვდლის, ნიკოლოზ ბარნაბიშვილის თხოვნა. როგორც მღვდელი იუწყებოდა, გიმნაზიას მისი თავიდან მოშორება და თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა სურდა. იმ მოსაზრებით, რომ სასულიერო სემინარიასაც ჰყავდა თავისი საქმისმწარმოებელი და გიმნაზიის შტატით ორი საქმის მწარმოებელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ერთსა და იმავე თანამდებობაზე ერთსა და იმავე სასწავლებელში, მღვდელი თვლიდა, რომ თვითონ უნდა დარჩენილიყო საქმისმწარმოებლად მე-8 გიმნაზიაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5206; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .