ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5209

ფაქტი 5209

1920 წლის 17 მაისის დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის N12 ოქმის ასლის მიხედვით, პედაგოგიურმა საბჭომ განაცხადა, რომ მასწავლებელი სამსონ ნუცუბიძე მთავრობის წინააღმდეგ არ იმოქმედებდა. იგი კარგი მასწავლებელი იყო და სასწავლებლისთვის სასარგებლო იქნებოდა თუ დააბრუნებდნენ სამსახურში. ოქმის ასლს ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ათანასე ლეჟავა და საბჭოს წევრები: ნიკოლოზ სოსელია, გ. ნუცუბიძე, ივანე რუხაძე, ნინო ლეჟავა, სამსონ დევიძე, ვ. დარახველიძე, ბ. ცაგარელი, ალექსანდრა ლეჟავა, მდივანი გერასიმე გაფრინდაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5209; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .