1919 წლის 24 თებერვალს სამტრედიის გამგეობამ დაბალი სკოლების მთავარგამგეს აცნობა, რომ უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებელში გერმანული ენის მასწავლებლად მიწვეული იყო ნადეჟდა გიორგის ასული აბაზაძე და სთხოვა იგი იმავე წლის 1-ლი თებერვლიდან თანამდებობაზე დაემტკიცებინა. ხელს აწერენ ქალაქის მოადგილე დ. მიქელაძე და საქმისმწარმოებელი ა. კანდელაკი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნადეჟდა გიორგის ასულ აბაზაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5248 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5248]; წვდომის თარიღი: 2019-10-14