1919 წლის 27 იანვარს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძემ უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს აცნობა, რომ ქართული ენის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებელმა გიორგი მინას ძე აბაშიძემ დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია და ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას ჯერ ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ კი  ქუთაისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში. იგი იყო გამოცდილი და ქართული ენისა და ლიტერატურის მცოდნე მასწავლებელი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | გიორგი მინას ძე აბაშიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი