1919 წლის 5 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზუგდიდის სკოლის მასწავლებელ კვარაცხელიას თხოვნა 6 თვის ჯამაგირის მიცემის შესახებ. სკოლა იმჟამად ქალაქის თვითმართველობას ჰქონდა გადაცემული. გამგეობამ გადაწყვიტა, ადგილობრივი განყოფილების საშუალებით შეეკრიბა ცნობები კვარაცხელიას შესახებ, რა დროიდან ირიცხებოდა იგი ზუგდიდის სკოლის მასწავლებლად და ვინ დანიშნა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი უნდა დაეკმაყოფილებინათ ჯამაგირით.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5355 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5355]; წვდომის თარიღი: 2019-09-16