ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5388

ფაქტი 5388

სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 10 ივნისის ბრძანების თანახმად, 1920/21 წლების განმავლობაში ახალ ენებში მასწავლებლის წოდებაზე გამოსაცდელი კომისიის წევრად უნდა დანიშნულიყო თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე. მასვე დაევალა კომისიის თავმჯდომარეობა. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5388; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .