სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნ. ცინცაძის 1920 წლის 10 ივნისის N69 ბრძანების თანახმად, 1920/21 წლების განმავლობაში ახალ ენებში მასწავლებლის წოდებაზე გამოსაცდელ კომისიის წევრებად უნდა დანიშნულიყვნენ: თბილისის მესამე გიმნაზიის მასწავლებლები ალ. თ. ლეტცი და ბერიძე, თბილისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი ი. ყიფშიძე.

წყარო: განათლების მინისტრის ბრძანებები | 1918-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5389 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5389]; წვდომის თარიღი: 2019-11-19