1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ სრულიად საქართველოს აგრონიმიულ დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტი თხოულობდა მომავალი გამოფენისთვის, რომლის გამართვა განზრახული ჰქონდა კომიტეტს მომავალი წლის იანვრის დამლევს, დათმობოდა წიგნსაცავ მუზეუმიდან გამოფენის საჭიროებისთვის საჭირო ჟურნალები და წიგნები, რომელიც უკანვე დაუბრუნდებოდა მუზეუმს დიდი მადლობით. გამგეობამ არსებული მუზეუმის წესდებით შეუძლებლად ჩათვალა შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5424 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5424]; წვდომის თარიღი: 2019-09-19