ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5428

ფაქტი 5428

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი აგენტების საშუალებით წიგნების გავრცელების შესახებ. წიგნებს გაავრცელებდნენ შემდეგი დაწესებულებანი: გორის, სიღნაღის, და თიანეთის სამაზრო ერობები, ზუგდიდის კოოპერატივთა კავშირის გამგეობა და წიგნების გამომცემლობა „განათლება“ ქუთაისში. გამგეობამ ეს ინფორმაცია ცნობად მიიღო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5428; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .