1919 წელს სომეხთა ეროვნული საბჭოს დელეგაცია შეხვდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას და ეროვნული საბჭოს არჩევნების ჩატარების ნებართვა სთხოვა. მათ იმსჯელეს სოჭისა და სოხუმის ოლქში მცხოვრებ სომეხთა მდგომარეობის შესახებ და მთავრობის თავმჯდომარეს ამ ოლქებში სომეხთა მდგომარეობის გამოსარკვევად კომისიის გაგზავნა სთხოვეს.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 7 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 554 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/554]; წვდომის თარიღი: 2019-09-17