ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5572

ფაქტი 5572

1919 წლის 24 მარტს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს 1919 წლის 21 იანვრის N419-ით წერილის პასუხად ატყობინებდა, რომ ხელმეორედ ითხოვს გასული წლის 19 დეკემბრის N96-ით შუამდგომლობის დაკმაყოფილებას. ასევე, იტყობინება, რომ ვლადიმერ აბაშიძეს ხაზინაში საპენსიო ფონდში ჩასარიცხად შეაქვს 49 მ. აბაშიძე მსახურობდა ,,ვოლნოპრედელიავშად" სოხუმის პოლკში 1893 წლის 12 სექტემბრიდან 1896 წლის 20-მდე. ეს სამსახური კანონის თანახმად ეთვლებოდა საპენსიო თანხაში. ხელს აწერს საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5572; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .