1919 წლის 24 მარტს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს 1919 წლის 21 იანვრის N419-ით მიწერილის პასუხად აცნობებს, რომ ვლადიმერ აბაშიძეს ხაზინაში საპენსიო ფონდში ჩასარიცხად შეაქვს 49 მ. ანგარიშით: აბაშიძე ბათუმის საბაჟოზე მსახურობდა 1896 წლის 20 ნოემბრიდან 1899 წლის 7 მაისამდე და წელიწადში იღებდა ჯამაგირს 360მ., მაშასადამე ტამოჟნიაში მსახურობდა 2 წელი და 6 თვე, აქედან 2% საპენსიო თანხაში შეადგენს 18 მანეთს.ხელს აწერს საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5573 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5573]; წვდომის თარიღი: 2019-09-16