1919 წლის 4 ოქტომბერს ბათუმის ქართული გიმნაზიის დირექტორმა დ. ქუთათელაძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ 1-ლი სექტემბრიდან მისდამი რწმუნებული გიმნაზიის საქმისმწარმოებლად დაინიშნა ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძე, რადგან ის ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის („სინათლე“) რეორგანიზაციის შედეგად შტატგარეშედ დარჩა. ფაქტი ხელმოწერით ვლადიმერ აბაშიძემ დაადასტურა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5579 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5579]; წვდომის თარიღი: 2019-10-22