საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის 1918 წლის 6 აგვისტოს N523 ბრძანებით, კ. ი. აბაშიძე დამტკიცდა უმაღლესი და საშუალო სკოლების განყოფილების საქმის მმართველად 1918 წლის პირველი ივლისიდან. ხელს აწერს განათლების მინისტრი ლასხიშვილი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | კონსტანტინე (კოკი) ილიას ძე აბაშიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5587 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5587]; წვდომის თარიღი: 2019-09-19