განათლების მინისტრის მოადგილე, ალ. მდივნი 1918 წლის 28 სექტემბრის მოხსენებაში – არაქართულ სკოლებში სახელმწიფო ენისა და ისტორიის შემოღებასა და მასწავლებელთა შტატის დაარსების შესახებ, აღნიშნავდა, რომ ქართული სავალდებულო უნდა ყოფილიყო რესპუბლიკის ყველა სკოლაში, მაგრამ რადგან არაქართველმა მოწაფეებმა ენა სულ არ იცოდნენ, მოსახერხებელი იქნებოდა ჯერჯერობით მხოლოდ პირველ ოთხ კლასში შემოღება, ზედა კლასებში კი – მსურველთათვის. საქართველოს ისტორიაც სავალდებულო უნდა გამხდარიყო არაქართველთათვის, მაგრამ ენის უცოდინრობის გამო, სწავლება დროებით რუსულად უნდა წარმართულიყო.

წყარო: მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ. უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების შტატები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5619 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5619]; წვდომის თარიღი: 2019-08-20