1919 წლის 8 ივნისის „საქართველოს რესპუბლიკა“ იუწყებოდა, რომ თბილისში არსებული თევზაძისეულ ქალ-ვაჟთა კერძო გიმნაზიის მოწაფეთა გამოცდებზე დასწრება, მათი წარმატებისა და, საერთოდ, სკოლის მდგომარეობის შეფასება სერგი დანელიამ მიანდო თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორს, ილარიონ ლორთქიფანიძეს.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 8 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 564 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/564]; წვდომის თარიღი: 2019-09-23