ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5661

ფაქტი 5661

განათლების მინისტრის მოადგილის, ალ. მდივნის 1918 წლის 3 ოქტომბრის მოხსენება 10-მილიონიანი ფონდიდან ვალერიან ჯაფარიძისთვის 400 მან. მიცემის შესახებ. ის სოხუმის რეალური სასწავლებლის მასწავლებლად დაინიშნა, გზის ფულის უქონლობის გამო სამინისტროს 400 მან. გამოყოფას სთხოვს და მის ნაწილობრივ ანაზღაურებას კისრულობს ჯამაგირის მიღებისთანავე. სამინისტროს თანხა არ აქვს, ამიტომ შუამდგომლობს მინისტრთა საბჭოს წინაშე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5661; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .