ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5663

ფაქტი 5663

განათლების მინისტრის მოადგილის, ალ. მდივნის 1918 წლის 2 ოქტომბრის მოხსენებაში ახალციხის ქართული საქველმოქმედო საზოგადოების სკოლისთვის წლიურად 19 200 მან გადადების შესახებ, ნათქვამია, რომ საზოგადოების რწმუნებული ემანუილ ვარდიძე ითხოვს ამ თანხის გამოყოფას. სამინისტრო ითვალისწინებს ახალციხის ქართველთა უნუგეშო მდგომარეობას, იმას, რომ სასწავლებელი თუ არ გაიხსნება, სასკოლო ასაკის ბავშვები უყურადღებოდ დარჩებიან და მხარს უჭერს შუამდგომლობას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5663; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .