ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5716

ფაქტი 5716

განათლების მინისტრის მოადგილე, ალ. მდივანი 1918 წლის 21 ოქტომბრის მოხსენება ეხებოდა იმ მოსამსახურეთა სალიკვიდაციო ფულით დაკმაყოფილებას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების დღიდან დარჩნენ შტატგარეშედ, ესენი არიან: ამიერკავკასიის სახალხო განათლების სამინისტროს 20, ამიერკავკასიის სასწავლო ოლქის 48, თბილისის ქალთა ინსტიტუტის 94, ფიზიკური ობსერვატორიის 27, ამიერკავკასიის მუზეუმის 10 მოსამსახურე, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სახალხო სკოლების დირექტორები და სხვ. საჭირო იყო 108 610 მან. 09 კაპ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5716; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .