1941 წლის 1-ლ იანვარს გადასახლებაში მყოფმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს, ჯამბულიდან თბილისში გაუგზავნა ღია ბარათი. მისწერა კერძო საკითხებსა და ოჯახის წევრებისთვის მანამდე გაგზავნილ წერილებზე, რომლებიც სავარაუდოდ დაიკარგა.

წყარო: თამარ შარაშიძე-ქარცივაძის ღია ბარათი ქრისტინე შარაშიძისადმი, 1941 | 1 იანვარი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: ჯამბული (ახლანდელი ტარაზი), ყაზახეთი
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5739 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5739]; წვდომის თარიღი: 2019-10-19