სიმონ გრიაზნოვი პედაგოგად 27 წელი მუშაობდა. 1891 წლიდან მხოლოდ შვიდი წელი იმუშავა ლეგალურად, შემდეგ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის იდევნებოდა და მხოლოდ 1917 წელს განაგრძო პედაგოგად მუშაობა ვერის პირველ სასწავლებელში. მას ჰქონდა კერძო გაკვეთილებიც.

წყარო: თბილისის ვაჟთა რეალური გიმნაზიის, საოსტატო სემინარიისა და სხვა სასწავლებლების დროებითი დებულებები და შტატები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5805 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5805]; წვდომის თარიღი: 2019-10-21