პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ პიღასი აბდუშელიშვილი ქუთაისის სახალხო ინსპექტორის განკარგულებით დანიშნული იყო სადმელის სასწავლებლის მასწავლებლად 1912 წლის 1 სექტემბრიდან. ნამსახურეობის პირის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ.ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვ.აბაშიძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | პიღასი ივანეს ასულ აბდუშელიშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5813 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5813]; წვდომის თარიღი: 2019-10-21