სახელმწიფო თეატრში საქველმოქმედო მიზნით გაიმართა მოხსენებათა დილა. მოხსენებები ეხებოდა დენიკინის განზრახვას ამიერკავკასიის რესპუბლიკების წინააღმდეგ გამოლაშქრების შესახებ. მოხსენებით გამოვიდნენ როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის მხრიდანაც. თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრი გეგეჭკორი ხალხს უმტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. ასევე აღინიშნა დენიკინის წარმომადგენლის, ინგლისელი გენერლის არაობიექტური დამოკიდებულება.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 17 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 584 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/584]; წვდომის თარიღი: 2019-09-22