1920 წლის 31 იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბალ სკოლათა მთავარგამგის N82 ბრძანების თანახმად, 1920 წლის 20 იანვრიდან გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძე ახალქალაქის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად დანიშნეს. ხელს აწერს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ე. გველესიანი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | დეკანოზ გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5898 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5898]; წვდომის თარიღი: 2019-10-20