ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5903

ფაქტი 5903

1919 წლის 17 ივლისს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა იოსებ ივანეს ძე ოცხელმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ გიმნაზიის მასწავლებელმა, დეკანოზმა ივლიანე აბესაძემ წარუდგინა მათ მიერ ბოძებული მოწმობა, საიდანაც ჩანს, რომ მას შეუძლია ასწავლოს გიმნაზიაში საქართველოს ისტორია და გეოგრაფია და ჩაირიცხოს იმავე საგნის მასწავლებლად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5903; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .