ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5920

ფაქტი 5920

1918 წლის 10 ივლისს ქუთაისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა იერონიმე არსენიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს გაუგზავნა წარდგინება, რომ გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ 1917 წლის 28 ოქტომბერს ფიზიკის კათედრაზე მასწავლებლად აირჩია კიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ტარას სარდიონის ძე აბზიანიძე, რომელმაც წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ იყო მომზადებული და ხარისხიანად ასწავლიდა მოსწავლეებს თავის საგანს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5920; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .