1918 წლის 18 ივლისს მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს თხოვნით მიმართავს, რომ დანიშნოს მასწავლებლად თბილისის ერთ-ერთ ქართულ გიმნაზიაში. დაასრულა დორპატის უნივერსიტეტის საისტორიო-საფილოლოგო ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება 1918 წლის 26 იანვარს. შეუძლია ასწავლოს: 1.ქართული ენა და ლიტერატურა, 2.საქართველოს ისტორია, 3.მსოფლიო ისტორია, 4.ფსიქოლოგია და ლოღიკა. ასევე, ადგენს მოწმობას სასწავლებლის დაარულების შესახებ. უთითებს მისამართს : გუნიბის ქუჩა, სახლი #58. მოწმობა სასწავლებლის დასრულების შესახებ წაიღო #3 1919 წლის 7 თებერვალს.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5928 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5928]; წვდომის თარიღი: 2019-08-23