1918 წლის 11 ოქტომბერს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის 1918 წლის 8 ოქტომბრის N44 ბრძანების თანახმად, დორპატის უნივერსიტეტის საისტორიო-საფილოლოგო ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილების სწავლადამთავრებული მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი დანიშნეს ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლად მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან. ხელს აწერენ კანცელარიის ვიცე-დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5929 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5929]; წვდომის თარიღი: 2019-10-18