განათლების მინისტრის მოადგილე (ხელს აწერს კანცელარიის დირექტორი მიქაბერიძე, საქმის მწარმ. კ. აბაშიძე) 1918 წლის 15 ოქტომბრის მოხსენებაში მთავრობის თავმჯდომარეს აცნობებს, რომ სამინისტრომ ყურადღება მიაქცია ქვეყნის იმ კუთხეებს, სადაც სახალხო განათლების მხრივ მეტად ჩამორჩენილი მდგომარეობა იყო, მაგ., თიანეთისა და დუშეთის მაზრებს, კრედიტი გამოითხოვა და 37 ახალი სკოლა გახსნა.

წყარო: განათლების სამინისტროს მუშაობის მოკლე ანგარიში. ცნობები სამინისტროს სასწავლებელთა და სამეცნიერო დაწესებულებათა რიცხვის შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5934 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5934]; წვდომის თარიღი: 2019-08-20