თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს 1918 წლის 17 იანვრის N283 შუამდგომლობაზე უპასუხეს, რომ თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორი წინააღმდეგი იყო მასწავლებელი მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი შუა სასწავლო წელს გადაეყვანათ ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იოსების ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5937 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5937]; წვდომის თარიღი: 2019-12-16