ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 594

ფაქტი 594

1919 წლის ივნისში ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოების განყოფილებამ აღადგინა ობოლ ბავშვთა თავშესაფარი, ოსმალთა შემოსევის დროიდან დაკეტილი. თავშესაფრის გახსნას დაესწრნენ მთავრობის საგანგებო რწმუნებული გრიგოლ გიორგაძე, დამფუძნებელი კრების წევრი ლევან რუხაძე და ლტოლვილთა ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის რწმუნებული გრიგოლ ვეშაპელი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 594; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .