1920 წლის 18 ივლისს ბორჯომში მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია ჩავიდა. მას სადგურზე ქალაქის თავი ვ. ღლონტი, ახალციხის სამაზრო ერობის თავმჯდომარე ნიკოლაიშვილი და დიდძალი საზოგადოება დახვდა. ჟორდანია ბორჯომიდან აბასთუმანში გაემგზავრა. იქ ადგილობრივ მუსულმანთა დელეგაციას ესაუბრა, რომელთაც მადლობა გადაუხადეს ადგილობრივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების მცხოვრებთა მოთხოვნებზე ყურადღებით მოპყრობისთვის.

წყარო: ერთობა, 1920 | 24 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 6022 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/6022]; წვდომის თარიღი: 2019-11-19