ალექსანდრე დგებუაძემ გაზეთ „ერთობაში“ გამოაქვეყნა ცნობები და მონაცემები საქართველოში არსებული მრეწველობის შესახებ. მისი ინფორმაციით, საქართველოში სამრეწველო დარგში 50 857 მუშა მუშაობდა. მათგან 31 028 მუშაობდა სახელმწიფო საწარმო დაწესებულებებში, საზოგადო ორგანიზაციათა დაწესებულებებში – 14 331, კერძო პირთა საწარმოებში კი – 5 498.

წყარო: ერთობა, 1918 | 3 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 6047 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/6047]; წვდომის თარიღი: 2019-06-26