1918 წლის 3 მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 25 თებერვალს თბილისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე წაიკითხეს ფ. მახარაძის განცხადება ხმოსნობაზე უარის შესახებ, იმ მიზეზით, რომ მას დაჭერას უპირებდენ და საბჭოში მუშაობა არ შეეძლო; ხმოსნობაზე უარი განაცხადეს აგრეთვე ზეინალოვმა და იდაშკინმა.

წყარო: ერთობა, 1918 | 3 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 6065 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/6065]; წვდომის თარიღი: 2019-11-12