1920 წლის 24 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 14 ივლისს გაიმართა ნავთლუღის მუშა-მოსამსახურების კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა ილ. კალანდაძე. მომხსენებლად მოწვეული იყო ნოე რამიშვილი. კრებაზე წაიკითხეს მოხსენებები საქართველოს და საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და საქართველოში ბოლშევიკების მუშაობის შესახებ.

წყარო: ერთობა, 1920 | 24 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 6079 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/6079]; წვდომის თარიღი: 2019-11-18