1919 წლის ივლისში დამფუძნებელმა კრებამ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წამსვლელთათვის 2 000 000 მანეთი გამოყო. სტიპენდიის განაწილების წესის შესამუშავებლად განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა საუწყებათაშორისო კომისია, რომელშიც გაერთიანდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დამფუძნებელი კრების კომისიების წარმომადგენლები, მათ შორის იყო ნოე რამიშვილიც.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 16 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 623 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/623]; წვდომის თარიღი: 2019-09-21