1919 წლის ივლისში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, შემდგარიყო კომისია, რომელიც აღწერდა ქართული ეკლესია-მონასტრების ქონებას და სათანადო აქტებს შეადგენდა. კომისიაში უნდა შესულიყო ორი პირი, აღწერის ჩატარებაში მათ უნდა დახმარებოდა ადგილობრივი ერობის ერთი წარმომადგენელი. კომისიის შედგენა დაევალა მთავრობის თავმჯდომარეს, სამუშაოების განსახორციელებლად სახელმწიფოს 10-მილიონიანი ფონდიდან გამოიყო 10 000 მანეთი.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 26 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 628 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/628]; წვდომის თარიღი: 2019-09-21