1919 წლის ივლისში დაბა ქობულეთში გამართულ სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის მიტინგზე სიტყვით გამოვიდა მემედ-ბეგ აბაშიძე. მან მიმოიხილა საქართველოს წარსული და ისაუბრა ქვეყნის დამოუკიდებლობაზე. იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანეთი ხელს არ შეუშლიდა  სამუსლიმანო საქართველო ფართო ავტონომიით შეერთებოდა დამოუკიდებელ საქართველოს.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 23 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 649 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/649]; წვდომის თარიღი: 2019-09-21