ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6871

ფაქტი 6871

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ N20 ცნობით, ხარაგაულში (სადგ. ბელაგორი) 27 აგვისტოს უნდა გამართულიყო გრანდიოზული ეროვნული საღამო-სეირნობა, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ აკაკი პაპავა, ვასო ურუშაძე და პოეტი სვიმონ ფაშალიშვილი. საღამოს დასასრულს გაიმართებოდა ცეკვა და ვახშამი. შემოსავლის ათი პროცენტი ადგილობრივი სახალხო სახლის ფონდის გასაძლიერებლად უნდა გადადებულიყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6871; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .