ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7176

ფაქტი 7176

1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ჰიგიენაში კურსი სრულად გავლილი იყო. მასწავლებელი თვლიდა, რომ მე-8 კლასში ჰიგიენის ნაყოფიერად გავლისთვის საჭირო იყო მოსწავლეებმა ელემენტარული ჰიგიენა, ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია უფრო დაწვრილებით მე-5 და მე-8 კლასებს შორის შეისწავლონ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7176; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .