1922 წლის 22 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ წერადა, რომ 13 სექტემბერს, შაბათს, თბილისში, ვერის დაღმართზე მოხდა ტერორისტული აქტი: ორი ბომბი შეუგდეს მანქანას, რომლითაც თანმხლებ პირებთან ერთად მგზავრობდა გენერალი ნიკოლოზ ბარათოვი – სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში. აფეთქებას ემსხვერპლნენ სამნი: მძღოლი, მისი თანაშემწე და პოლკოვნიკი სელიმ ალხავი. გენერალი ბარათოვი ფეხში დაიჭრა მძიმედ, ხოლო გენერალი ოდიშელიძე – თავში. გაზეთისავე ცნობით, ოპერაციის შემდეგ ბარათოვი მომჯობინებას იწყებდა.

წყარო: „ვოლნი გორეცი" ( „ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ "– „თავისუფალი მთიელი"), №2, 1919 წლის 22 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი (ტიფლისი)
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 7198 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/7198]; წვდომის თარიღი: 2019-06-16