ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7414

ფაქტი 7414

1920 წლის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 22 ივლისის სახ. გვარდიის საგანგებო ბატალიონის და საინჟინრო გუნდის კულტურულ-საგანმანათლებლო სექცია მართავდა საღამოს აზერბაიჯანთან ომის დროს ამავე ბატალიონის გარდაცვლილ გვარდიელთა ოჯახების სასარგებლოდ. პროგრამაში იყო: ვალიკო ჯუღელის რეფერატი „სახალხო გვარდია და რესპუბლიკა“; ვოდევილი „დედისერთა“ დ. აბდუშელის ხელმძღვანელობით; გ. ქუჩიშვილი, ვარ. რუხაძე, გ. ტაბიძე, ფაშალიშვილი, ივ. ყიფიანი, პლ. ლეჟავა; მ. კავსაძის მომღერალთა გუნდი; დაუკრავს სახ. გვ. ცხენოსანთა დივიზიონის სამხედრო მუსიკა მიზანდარის ლოტბარობით; საღამოს დიასახლისი თამარ ფარულავა იყო, პასუხისმგებელი გამგე — ივანე ცომაია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7414; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .