ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7493

ფაქტი 7493

1917 წლის 19 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში საქართველოს ეროვნული ყრილობა გაიმართა, რომელიც ეროვნულ-ინტერპარტიული საბჭოს სახელით გახსნა საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ივანეს ძე ჩხენკელმა, აირჩიეს პრეზიდიუმი – თავმჯდომარე და მისი ხუთი მოადგილე, ხუთი მდივანი, ცხრა მდივანი საქმეების საწარმოებლად მოიწვიეს. სამანდატო კომისიის არჩევა ყრილობას მიენდო. ყრილობის დღის წესრიგი შემდეგი იყო: 1. ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიას მოხსენება „თანამედროვე მომენტი და ქართველი ერი“, 2. კოტე ნიკოლოზის ძე აფხაზის მოხსენება „საქართველოს თავად-აზნაურობის ქონების მიღება და მოვლა-პატრონობა“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7493; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .