ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7662

ფაქტი 7662

1918 წლის 28 მაისის საქართველოს მთავრობის პირველ სხდომაზე დაადგინეს საქართველოს ეროვნული ბანკის დაარსების საკითხი, ასევე საემისიო უფლებით გადაეცეს ეროვნულ საბჭოს საფინანსო კომისიას, რომელშიც მთავრობისგან შევლენ: ფინანსთა მინისტრი გ. ჟურული და კ. კანდელაკი. ასევე გადაწყდა, რომ რუსულ კორპუსს წინადადება მიეცეს თავიანთი ქონება დაუყოვნებლივ ჩააბარონ მთავრობას. დაადგინეს გამოიცეს ქართული მთავრობის გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ და მის რედაქტორად მოიწვიონ გაზ. „კავკაზ“-ის რედაქტორი ქავთარაძე. სასურსათო მინისტრის ამხანაგად დაინიშნა საბაშვილი. სამხედრო მინისტრის თანაშემწე გენ. მაიორი გ. ი. კვინიტაძე დაინიშნა საქართველოს ლაშქრის მთავარ-სარდლად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7662; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .