1918 წლის 8 ივნისს დასავლეთ საქართველოს სახალხო მასწავლებელთა კავშირის ქუთაისის განყოფილების გამგეობამ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შვიდი წევრი, მოისმინა ქუთაისის სახალხო მასწავლებლების მოხალისეთა რაზმის წევრის, დამსახურებული მასწავლებლის გიორგი წივწივაძის მოხსენება 5 ივნისს ქ. ხონის კომისრის ჭავჭანიძის მიერ მისი უდანაშაულოდ დაპატიმრებისა და თავისუფალი მოქალაქის უფლებების შელახვის შესახებ და დაადგინა, რომ ხონის კომისარს გამგეობის სახელით საჯაროდ გამოეცხადოს საყვედური. კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ვლ. ნაცვლიშვილი, მდივანი ავქ. ლორთქიფანიძე. ვლ. ნაცვლიშვილის მიერ საქართველოს მთავრობის სახალხო განათლების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს გაეგზავნათ დეპეშა მოთხოვნით დაწყებულიყო გამოძიება და აღდგენილიყო უდანაშაულოდ დასჯილი გიორგი წივწივაძის უფლებები.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1918 | 20 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 7675 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/7675]; წვდომის თარიღი: 2019-10-18