1920 წლის 18 ივლისი „ერთობა“ ბეჭდავს იმ ახალი წიგნების სიას, რომლებიც ზ. ჭიჭინაძემ აჭარის საქართველოსთან შეერთების სამახსოვროდ დაბეჭდა და ქართველ მაჰმადიანთა ცხოვრებას ეხებოდა: „რა ენით უნდა განათლდნენ ქართველ მაჰმადიანთა ძენი“, „ქართველი მაჰმადიანი ქალი და მრავალი ცოლიანობა მათში“, „ცრუ მორწმუნება ქართველ მაჰმადიანისა და მათი ცხოვრების თარეში“ და სხვ. სულ 10 წიგნი.

წყარო: ერთობა, 1920 | 18 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 7703 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/7703]; წვდომის თარიღი: 2019-06-16