1919 წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრმა ნოე რამიშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ხდებოდა დამატებითი ზომების მიღება, რათა შესრულებულიყო დამფუძნებელი კრების დეკრეტი „თავისი ნებით წასვლის და სამსახურიდან გაქცევის პასუხისმგებლობისა და 2 აგვისტოს სამხედრო ბეგარის აუსრულებლობის, ამ დანაშაულის დაფარვის და წაქეზებისათვის დასჯის“.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 7 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 782 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/782]; წვდომის თარიღი: 2019-06-24