1920 წლის 2 ივლისს რკინიგზის სადგურზე ქობულეთის უხუცესმა გულუ აღა კაიკაციშვილმა ქართულ ჯარს პურ-მარილი მიართვა და მიესალმა საქართველოს ისტ. საზღვრების აღდგენას. საჩუქარი ჩამოართვა პოლკ. გეგელაშვილმა. ხალხმა გამარჯვება უსურვა ნ. ჟორდანიას. მიესალმნენ საგარეო საქმეთა მინისტრ ევ. გეგეჭკორს, რომელმაც ბევრი დაბრკოლება დაძლია და ბათუმი და ბათუმის ოლქი უსისხლოდ შეუერთა საქართველოს; მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს _ მემედ აღა გოგიბერიძემ და ბათუმის ქართული გიმნაზიის მოსწავლემ, ცივაძემ.

წყარო: ერთობა, 1920 | 6 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 8032 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/8032]; წვდომის თარიღი: 2019-11-19