1920 წლის 6 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ საზღვარგარეთ გაეგზავნა „ჩემოს" წარმომადგენლები იქ ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად, რისთვისაც შექმნეს კომისია. კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკო (ნიკოლოზ) იოსების ძე ნიკოლაძე, წევრებად კი – ალექსანდრე ა. ჯაყელი, პ. ი. ოგანეზოვი, ვ. დრენენი, გ. ე. ჯავახიშვილი, ბ. ა. პაპავა.

წყარო: ერთობა, 1920 | 6 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 8049 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/8049]; წვდომის თარიღი: 2019-06-20