1920 წლის 20 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიამ მოიწონა მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის მიერ წარდგენილი ნოე ჟორდანიას ქანდაკების პროექტი. კომისიამ დაადგინა, ნიკოლაძეს მუშაობა დაეწყო ქანდაკებაზე, რომელიც დამფუძნებელი კრების დარბაზში დაიდგმებოდა.

წყარო: ერთობა, 1920 | 20 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 8348 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/8348]; წვდომის თარიღი: 2019-06-24